ინდური კომპანიის ინფორმაციით, მათი ვაქცინა კორონავირუსის მძიმე სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 93.4%-ით ეფექტურია

ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის ვაქცინა „კოვაქსინზე“ ჩატარებულმა მე-3 ფაზის კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა მძიმე სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 93.4%-ით ეფექტურია, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თავად კომპანიაში განაცხადეს.

კვლევების მონაცემების თანახმად, ვაქცინა ადამიანებს „დელტა“ ვარიანტისგან 65.2%-ით იცავს.

Bharat Biotech-ში აცხადებენ, რომ თვეში ვაქცინის 23 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებენ. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია Ocugen-ი, რომელიც „კოვაქსინის“ შექმნაზე Bharat Biotech-თან ერთად მუშაობდა, აშშ-ის შესაბამის უწყებებს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავს. ინდოეთი საკუთარი მოსახლეობის ვაქციანციისთვის ამჟამად „ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის“ მიერ წარმოებულ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას იყენებს. ინსტიტუტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ივლისიდან წარმოების 100 მილიონ დოზამდე გაზრდას გეგმავს.

შეგახსენებთ, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში, ჯამში, 30.4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 400 000-ს აჭარბებს.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს