ჰასან რუჰანის განცხადებით, არსებობს შიში, რომ კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა დაიწყება

ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, არსებობს შიში, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა დაიწყება. „შიშობენ, რომ გავრცელების მეხუთე ტალღისკენ მივდივართ,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ქვეყნის სამხრეთ პროვინციებშია გავრცელებული.

ირანის დედაქალაქი თეირანი და პროვინციის 9 სხვა ქალაქი, ისევე როგორც ჰორმაზგანის, ქერმანისა და სისტან-ბელუჯისტანის პროვინციები „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული. ოფიციალური მონაცემებით, ირანში, სადაც 82.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა 4.4 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა. სრულად ვაქცინირებული კი მხოლოდ 1.7 მილიონი მოქალაქეა.

იხილეთ ვიდეო:ჰასან რუჰანის განცხადებით, არსებობს შიში, რომ კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა დაიწყება

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა