ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება დასრულდა

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბატალიონის დონის გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა. სწავლებას ადგილზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი, როლანდ ძნელაძე და 51-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი, გიორგი ჩიხრაძე დააკვირდნენ.

„დასკვნით წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფებმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში საბრძოლო მომზადებას, საცეცხლე მხარდამჭერი ელემენტების შერწყმას, კოორდინირებულ მუშაობას, მართვას და კონტროლს ითვალისწინებდა. მეორე ფაზაში პირადი შემადგენლობის ჯგუფური შეფასება განხორციელდა. მესამე დასკვნითი ფაზა კი, საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფებსა და მხარდამჭერ ელემენტებს შორის არსებული მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა, შერწყმა და გაუმჯობესება წარმოადგენდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ