აზერბაიჯანმა ორი რაიონის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ სომხეთის 15 სამხედრო გაათავისუფლა

აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებული სომეხი სამხედრო მოსამსახურეები რუსი სამხედროების ბორტით ერევანში ჩაიყვანეს.

ამის შესახებ „ინტერფაქსს“ მთიან ყარაბაღში რუსი ე.წ. სამშვიდობო ძალების კონტიგენტის მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა რასტამ მურადოვმა განუცხადა.

„გრძელდება მუშაობა სამმხრივი შეთანხმების დებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ბაქოში პირადად გადავეცი აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების რუკები ორ რაიონში, რომლებიც სომხეთის ქვედანაყოფების მიერ არის დამონტაჟებული მომხდარი ბოლო კონფლიქტის დროს მთიან ყარაბაღში. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა გაათავისუფლა 15 სომეხი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც უკვე ერევანში არიან“, - განაცხადა მურადოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ფიზულინის და ზანგელანის რაიონების დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა