რატი ბრეგაძე - ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-სა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ეს დღე ძვირფასია ყველასთვის, ვისთვისაც  თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატიის პრინციპები მნიშვნელოვანია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მინისტრი ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას უსურვებს.

„ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ძვირფასია ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატიის პრინციპები მნიშვნელოვანია.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა . მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს იმ სამაგალითო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის , რომელიც საქართველოს აშშ -სგან აქვს. საქართველოსა და ამერიკას საერთო ღირებულებები აერთიანებს.

ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ წვლილს, რომელიც მას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მიუძღვის.

ვუსურვებ ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას", - ამბობს რატი ბრეგაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა