07.07.2025 / 08:38
ანონსი  5 ივლისი

5 ივლისს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7

5 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

5 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ენერგოკრიზისი ოკუპირებულ რეგიონში და მოსახლეობის მძლავრი პროტესტი აფხაზეთის მთლიანი ენერგორესურსების რუსეთისთვის გადაცემის საკითხის გამო; გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსია რუსეთის მიერ; ეპიდვითარება: ე.წ. ინდური შტამი აფხაზეთში და ვაქცინაციის პროცესი.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 ივლისს, 11:30 საათზე, თამარ გაბუნია რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესს გაეცნობა.

მის: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

5 ივლისს, 12.00 საათზე, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: თავისუფლების მოედანი #2

საკონტაქტო ტელ: 577 26 00 26

5 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

5 ივლისს, 13:00 საათზე ქაშუეთის ტაძარში სავედრებელი პარაკლისი ჩატარდება, პარაკლისი დაგეგმილია 17:00 საათზეც.

5 ივლისს, 19:00 საათზე, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დღევანდელ მოვლენებს შეაფასებს. მის: სადგურის მოედანი 2.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს