„თალიბანი“ - ავღანეთი ყველა უცხოელმა ჯარისკაცმა დათქმულ ვადაში უნდა დატოვოს

ნებისმიერი უცხოელი ჯარისკაცი, რომელიც სექტემბრის შემდეგ ავღანეთში დარჩება, რისკის ქვეშ იქნება, როგორც ოკუპანტი - ამის შესახებ „თალიბანის“ პრესსპიკერმა სუჰაილ შაჰინმა BBC-ს განუცხადა.

„თალიბანმა“ ეს განცხადება გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა ავღანეთში დიპლომატიური მისიებისა და ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დასაცავად 1 000-მდე სამხედრო, ძირითადად ამერიკელები, დარჩეს.

„თუ ისინი თავიანთ ძალებს დოჰას შეთანხმების დარღვევით დატოვებენ, ამ შემთხვევაში ჩვენი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, თუ როგორ ვიმოქმედოთ”, - განუცხადა შაჰინმა BBC-ს.

მისი მტკიცებით, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა უცხოელი სამოქალაქო პირები თალიბების სამიზნე არ იქნებიან.

"ჩვენ წინააღმდეგი ვართ უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების და არა დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების ფუნქციონირების - ეს ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მათ საფრთხეს არ შევუქმნით", - აღნიშნა თალიბების პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარი ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბრამდე, 9/11 ტერაქტის 20 წლისთავამდე, დატოვებს.

იხილეთ ვიდეო:"თალიბანი" - ავღანეთი ყველა უცხოელმა ჯარისკაცმა დათქმულ ვადაში უნდა დატოვოს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს