იაპონიაში მაშველები მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 80-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

იაპონიაში, ქალაქ ატამიში 1 500-მდე მაშველი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 80-ზე მეტ ადამიანს ეძებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ნაპოვნია 3 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი.

”გვსურს, რაც შეიძლება მალე გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი”, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ.

იაპონიაში, სიძუოკის პრეფექტურის ქალაქ ატამიში ძლიერმა წვიმამ ორი დღის წინ მეწყერი გამოიწვია. განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. თავდაპირველად დაკარგულად 20-მდე ადამიანი ითვლებოდა, ორშაბათს დილისთვის კი დაკარგულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო:იაპონიაში მაშველები მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 80-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა