ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს მრევლი კახეთიდანაც შეუერთდება

თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს მრევლი კახეთიდანაც შეუერთდება.

100-მდე ადგილობრივი, მათ შორის საპატრიარქოს ჩოხოსნები, სასულიერო პირები და მრევლი დედაქალაქისკენ უკვე გამოემგზავრნენ. მანამდე ისინი თელავის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც მღვდელმსახურებმა პარაკლისი გადაიხადეს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ლგბტ თემის წევრებთან დაპირისპირებას და აგრესიას, მაგრამ დღეს ერთად დგომაა საჭირო.მოგიწოდებთ ყველას ერთობისკენ.დღეს თუ არ დავდექით ერთად, ღირსებას შეგვილახავენ. მათი დღევანდელი ღონისძიება ქრისტიანობის შეურაცხყოფაა“, - აცხადებენ ისინი.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაანონსებული შეკრება პრაიდის ღონისძიების პარალელურად გაიმართება. საპატრიარქომ ორი დღის წინა გაავრცელა განცხადება, სადაც მრევლს ღირსების დაცვისკენ მოუწოდა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ