სოხუმში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი და ტროლეიბუსის ხაზები დააზიანა

ოკუპირებულ სოხუმში ქარიშხალმა 50-მდე ხე წააქცია, ელექტროგადამცემი და ტროლეიბუსის ხაზები დააზიანა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება და გაითიშა ელექტროენერგია, რომლის მიწოდებაც მოგვიანებით ნაწილობრივ აღდგა.

სოხუმში ქარიშხლის შედეგების აღმოფხვრის ოპერატიული შტაბი შეიქმნა.

ე.წ. „სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის“ ბესლან ეშბას განცხადებით, ისინი სტიქიის შედეგების უმოკლეს ვადებში აღმოფხვრასა და ქალაქის მოწესრიგებას ცდილობენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა