ენტონი ფაუჩი - აშშ-ში ბოლო დროს კოვიდ 19-ით დაღუპულთა 99.2%-ს არავაქცინირებული პირები შეადგენენ

აშშ-ში ბოლო დროს კოვიდ 19-ით დაღუპულთა 99.2%-ს არავაქცინირებული პირები შეადგენენ, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფატალური შემთხვევების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ვაქცინაციის გზით.

„მართლაც სამწუხარო და ტრაგიკულია. ამ ყველაფრის თავიდან აცილება და პრევენცია შესაძლებელია. იქ, სადაც გვყავს უზარმაზარი მტერი კორონავირუსის სახით და გვაქვს დასაპირისპირებელი საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურია - ეს არის მიზეზი, რის გამოც უფრო სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ ის ამ ქვეყანაში სრულყოფილად არ ხორციელდება,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ქვეყანას „აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები”. მან ადამიანებს მოუწოდა, „ყველა უთანხმოება გადადონ და გააცნობიერონ, რომ საერთო მტერი ვირუსია“.

ცნობისათვის, აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსს 605 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო