პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს

პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლების კარვები დაშალეს. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჯებირები გადალახეს და კარვები დაშალეს.

როგორც მათ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, "როგორც პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია გაასუფთავეს, ასევე გაასუფთავებენ ქვეყანას სექსუალური უმცირესობებისგან".

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, აქ განთავსებული იყო იმ პოლიტიკური ძალების კარვები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ლგბტ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტს. მათი თქმით, ეს სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ინტერესებთან.

„ჩვენ ვერ ჩავატარებთ აქციას ვერსად სხვაგან, მაშინ, როცა პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრი არის ეს და ეს ადგილი უკავიათ ლგბტ პირთა მხარდამჭრებს. ეს ადგილი უნდა გვეკავოს ჩვენ, ქართველ ხალხს",- განაცხადა აქციის მონაწილემ, შოთა მარტინენეკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა