ირაკლი ქადაგიშვილი - ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აქცია, რომელიც საზოგადოებაში ასეთ დაპირისპირებას იწვევს, უნდა გადაიდოს

ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აქცია, რომელიც საზოგადოებაში ასეთ დაპირისპირებას იწვევს, უნდა გადაიდოს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, თუ საზოგადოებას არ ექნება პასუხისმგებლობის აღქმის და გაზიარების უნარი, მხოლოდ სახელმწიფო ვერ იქნება ერთადერთი.

„დაახლოებით ათი დღის წინ, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, რომ ყველა კონტექსტის გათვალისწინებით თავი შეგვეკავებინა ისეთი აქციების გამართვისგან, რომელიც საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ეს გამოიწვევდა გარკვეულ ვნებათაღელვას. ამას ვუყურებთ რუსთაველის გამზირზე. სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს და რაიმე ისეთი ექსცესი არ მოხდეს, რაც დააზიანებს ადამიანებს და უსაფრთხოების პრობლემას შეუქმნის მოქალაქეებს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა