სოფლის მეურნეობის სამინისტრო - საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებული კაკლის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, თითოეულ რეგიონს საკუთარი პოტენციალი აქვს.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია შიდა ქართლი. ის, კახეთის რეგიონთან ერთად, ერთ-ერთი ლიდერია პროგრამაში „დანერგე მომავალი”. სწორედ პროგრამის მხარდაჭერით გააშენა კომპანიამ „აგროფცა” კაკლის ახალი პლანტაცია. კაკალი პოპულარული კულტურაა, რომელიც, ბოლო წლებია, ინტენსიურად შენდება საქართველოში. „აგროფცას” პლანტაცია საოკუპაციო ხაზთან არის გაშენებული, აქედან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკუპირებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებას მომავალ წლებში და ის ამბიციური მიზანი, რომ მეხილეობის ექსპორტმა ათ წლიან პერსპექტივაში, დაახლოებით, მილიარდი დოლარი შეადგინოს, აბსოლუტურად რეალისტური იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი შპს „აგროფცამ“ 15 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 79,000 ლარს აღემატება.

შპს „აგროფცამ“ სახელმწიფოს მხარდაჭერით კაკლოვანი კულტურების შემნახველი მეურნეობაც მოაწყო; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება 576,000 ლარს აღემატება, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა კი, 890,000 ლარს აჭარბებს.

პროგრამით „დანერგე მომავალი“, ქვეყნის მასშტაბით, კაკალის ბაღი 3,231 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 15.7 მილიონ ლარს აჭარბებს; მათ შორის, შიდა ქართლში კაკალი 576 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 2.9 მილიონ ლარზე მეტია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა