ჰაკერები, რომლებმაც კომპანია Kaseya-ზე კიბერ შეტევა განახორციელეს, გამოსასყიდის სახით 70 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ

ჰაკერები, რომლებმაც ამერიკულ კომპანია Kaseya-ზე კიბერ შეტევა განახორციელეს და ამ გზით სულ მცირე 17 ქვეყანაში ასობით კომპანია დააზარალეს, სისტემის აღდგენის სანაცვლოდ, გამოსასყიდის სახით 70 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰაკერები გამოსასყიდის ბიტკოინით გადახდას ითხოვენ.

საერთაშორისო IT-კომპანია Kaseya-ზე, რომელიც კომპანიებს თავიანთი IT ინფრასტრუქტურის დისტანციურად მართვაში ეხმარება, ჰაკერებმა კიბერთავდასხმა შაბათს განახორციელეს. კიბერთავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთთან დაკავშირებული კიბერ კრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თუკი გამოძიება დაადგენს, რომ კრემლი ამ თავდასხმასთან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული, აშშ საპასუხო რეაგირებას მოახდენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო