ფინანსთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე - ეს ქმედება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება

არანაირ ჩარჩოში არ ჯდება ეს ქმედება,- ასე აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს.

როგორც მინისტრი განმარტავს, მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ სწორად და დროულად შეფასდეს ეს ფაქტები და პრევენცია მოხდეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

„მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო მედიაზე განხორციელებულ ფაქტებს, რამაც გამოიწვია მათი ჯანმრთელობის დაზიანება.

ყოვლად მიუღებელია აღნიშნული ფაქტები და არანაირი გამართლება არ აქვს მსგავსი ტიპის ძალადობას. მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ სწორად და დროულად შეფასდეს ეს ფაქტები და პრევენცია მოხდეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა ქმედება იქნება იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირება. არანაირ ჩარჩოში არ ჯდება ეს ქმედება. პრემიერის განცხადება მიმართული იყო იმისკენ, რომ ყოველგვარი ტიპის დაპირისპირება იყოს თავიდან აცილებული“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა