„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქციაზე დაშავებულთა  შორის ერთ-ერთი „პალიტრანიუსის“ ოპერატორია, დაზიანებულია ტექნიკაც

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ ოპერატორი რომა ტარუღიშვილია.

ტელეკომპანიის ოპერატორს პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, დამტვრეულია კომპანიის კუთვნილი ტექნიკა.

ტარუღიშვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. ოპერატორს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, მათ შორის გატეხილი აქვს ცხვირი.

„სიტუაციას ვიღებდი. ჩემს საქმეს ვაკეთები, როცა დავინახე, რომ ძალიან აგრესიულები იყვნენ. გამოვიქეცი, ამის მერე აღარ დამინახავს, რომელმა და რა ჩამარტყა. ცხვირი მაქვს გატეხილი, თვალიც დაზიანებული“, - აცხადებს ტარუღიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის სასწრაფო-სამედიცნო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში სულ მედიასაშუალებების ორი წარმომადგენელია გადაყვანილი. კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდათ, თუმცა დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ოპერატორმა და ჟურნალისტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა