"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას მოქალაქეები კახეთიდანაც შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას მოქალაქეები კახეთიდანაც შეუერთდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, თბილისში თელავიდან ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ "თბილისი პრაიდის" ღონისძიება გააპროტესტონ.

მათ თან აქვთ მეფე ერეკლეს პორტრეტი, რაც მათივე განმარტებით, "საქართველოს სიძლიერეს გამოხატავს".

"პრაიდის" მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან და ქაშუეთის ეკლესიასთან არიან განლაგებულები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა