ვარლამ გოლეთიანი - როცა „პრაიდის“ ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები აინიცირებენ ღონისძიებას, რომელიც გამოიწვევს იმას, რასაც იწვევს, ეს არის უპასუხისმგებლობა

როცა „პრაიდის“ ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები აინიცირებენ ისეთ ღონისძიებას, რომელიც ყველამ ვიცით, რომ გამოიწვევს იმას, რასაც იწვევს, ეს არის, პირველ რიგში, უპასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, „რიონის ხეობის მცველები“ ქაშუეთთან საპატრიარქოს მოწოდების თანახმად, როგორც მრევლი, ისე მივიდნენ და ისინი ყველა სახის ძალადობას ემიჯნებიან. ამასთანავე, გოლეთიანმა განაცხადა, რომ ისინი პრაიდის იდეას ეწინააღმდეგებიან.

„ვიცით, რომ პარაკლისი უნდა ჩატარდეს და დავესწროთ პარაკლისს და მშვიდობიანი ფორმით გავაპროტესტოთ პრაიდის იდეა. მიუღებელია ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ამას მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებთ.

ნებისმიერი ტიპის ძალადობა, თუნდაც ლგბტ ადამიანების მიმართ, თუ მედიის მიმართ და საერთოდ ძალადობის ფენომენი არის, ბუნებრივია, მიუღებელი. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის და ჩვენც შესაბამისად, ამ ყველაფერს ვემიჯნებით, რაც შეეხება ძალადობის ნაწილს. ჩვენ უბრალოდ პრაიდის იდეას, როგორც ფორმას და პროპაგანდას რაღაც გარკვეული ცხოვრების წესისა, ვეწინააღმდეგებით.

პასუხისმგებლობაზე როცა არის საუბარი, ყველას მოეთხოვება პასუხისმგებლობა, როცა პრაიდის ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები აინიცირებენ ისეთ ღონისძიებას, რომელიც ყველამ ვიცით, რომ გამოიწვევს იმას, რასაც იწვევს, ეს არის, პირველ რიგში, უპასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აქ ადამიანები ყველა შემთხვევაში შეიკრიბებიან და ზოგი მშვიდობიანი და ზოგიც არამშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებს. ამიტომ, როცა შენ იწვევ ამ რაღაც შესაძლო ძალადობას, აინიცირებ, ამიტომ არის პრაიდის იდეა პირველ რიგში მიუღებელი, რომელიც ქმნის ამ დაძაბულობას“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა