„თავისუფალი დემოკრატები“ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებენ

„თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, ჟურნალისტების, ორგანიზაცია „სირცხვილიას”და „თბილისი პრაიდის” მიმართ გამოვლენილ ძალადობას გამოეხმაურა.

„თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე თამარ კეკენაძე მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას სასწრაფო რეაგირება მოახდინოს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ აგრესიული ჯგუფები.

„პირველ რიგში მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ როგორც მედიის წარმომადგენლებს, ასევე ორგანიზაცია „სირცხვილიას" და ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასწრაფო რეაგირება მოახდინოს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ეს აგრესიული ჯგუფები.

მათი მოქმედება სცდება გამოხატვის თავისუფლებას და მიმართულია ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შელახვისკენ. პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებამ, რომლის მთავარი მესიჯი იყო, რომ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები არ არიან ამ ქვეყნის თანასწორუფლებიანი წევრები და მათ არ აქვთ უფლება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საკუთარი უფლებები დაიცვან მათი შეხედულებისამებრ მშვიდობიანი გზით, ღიად წაახალისა აგრესიულად განწყობილი ჯგუფების ქმედებები. თავისუფალი დემოკრატები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას თბილისი პრაიდის მიმართ და მათ გვერდით ვიქნებით, ისე როგორც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, ვისაც ესმის, რომ ნებისმიერ ადამიანის აქვს უფლება მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი პოზიცია. ასევე, მინდა მოვუწოდო საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, გამოვიდნენ დღეს და გვერდით დაუდგნენ პრაიდის მონაწილეებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა