ნინო ლომჯარია - დღეს არათუ „პრაიდის“ ჩატარება - არჩატარებაზე, შეკრების ან გამოხატვის უფლების რეალიზაციაზე იყო საუბარი, არამედ ელემენტარული სამოქალაქო უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ამ დრომდე „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით სიტუაცია უკონტროლოა და მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ექმნებათ.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა საჯარო პირს, სწორი განცხადებები გააკეთონ და ძალადობა არ წაახალისონ.

„რაც შეეხება ამ წუთას არსებულ ვითარებას, ჩემი ინფორმაციით, მოძალადე ჯგფუფები რეალურად, კორპუს-კორპუს, სადარბაზო-სადარბაზო დასდევენ ადამიანებს, ქუჩაში უსწორდებიან ჟურნალისტებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც სცნობენ და აღიქვამენ, როგორც ლგბტ თემის მხარდამჭერებად. მიუხედავად იმისა, რომ „პრაიდმა“ დაანონსებული მარში გააუქმა, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ. მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება. დღეს ირღვეოდა როგორც სამოქალაქო უფლებები, ირღვეოდა ჟურნალისტების უფლებები, დღეს არათუ „პრაიდის“ ჩატარება-არჩატარება, შეკრების ან გამოხატვის უფლების რეალიზაციაზე იყო საუბარი, არამედ, ელემენტარული სამოქალაქო უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დღემდე სიტუაცია არის უკონტროლო. მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ექმნებათ, ასევე საკუთრების უფლება არის დარღვეული და პირად სივრცეს არღვევენ. არსად არ არის უსაფრთხო აქტივისტებისთვის და ჟურნალისტებისთვის. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძალიან სწორი განცხადება გააკეთა, მოვუწოდებ ასევე ყველა მაღალი თანამდებობის პირს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს,საჯარო პირებს, გააკეთონ მხარდამჭერი, სწორი განცხადებები და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რაც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ამ დისკრიმინაციას და ძალადობას, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თვალს ვადევნებდით“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა