ნინო ლომჯარია - ჩვენ გვინახავს, როგორ მოქმედებს პოლიცია სხვა აქციების შემთხვევაში, როცა მიიჩნევს, რომ ძალადობას აქვს ადგილი - დღეს ჩვენ ვერ დავინახეთ პრევენციულად გადადგმული ნაბიჯები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თბილისი პრაიდის“ დროს მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და სამართალდამცავ უწყებას აკისრებს. მისი შეფასებით, სახელმწიფოს არ გადაუდგამს პრევენციული ნაბიჯები იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას თქმით, აქციის მონაწილეები ძალადობდნენ პოლიციელებზეც და მათ ზოგიერთ შემთხვევაში, არ ჰქონდათ საშუალება, მოქალაქეები და ჟურნალისტები დაეცვათ.

„ჩვენ გვინახავს, როგორ მოქმედებს პოლიცია სხვა აქციების შემთხვევაში, როდესაც პოლიცია მიიჩნევს, რომ ძალადობას აქვს ადგილი. ასევე გვინახავს, როგორ ზღუდავს პოლიცია გადაადგილების შესაძლებლობას, როდესაც ის თვლის, რომ გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება კონკრეტულ ჯგუფებს შორის. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ დავინახეთ პრევენციულად გადადგმული ნაბიჯები და რეალურად, მოხდა ის, რომ ძალადობრივი ჯფუფები მივიდნენ ყველა იმ ადგილას, სადაც შესაძლებელია ყოფილიყვნენ „პრაიდის“ მხარდამჭერები, ორგანიზატორები, სამოქალაქო აქტივისტები თუ ჟურნალისტები.

გარდა ამის, რა თქმა უნდა, პოლიციას ჰყავს შესაბამისი სპეციალური ძალები, ჩვენ არამც და არამც არ ვამბობთ, რომ ძალა უნდა გამოყენებულიყო და ძალის არაპროპრციულ გამოყენებაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ რეალურად, ვერ დავინახეთ, რომ სახელმწიფომ გამოიყენა ყველა პრევენციული ძალა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მსგავსი მოვლენები არ განვითარებულიყო, მათ შორის, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაუცველი იყო პოლიციაც, ძალადობდნენ პოლიციელებზეც და ადგილზე მყოფი პოლიციელები ვერ ახერხებდნენ დაეცვათ ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს