გიორგი ვაშაძე - ასეთი ძალადობის ფაქტების თანმდევად, მთავრობა უნდა გადადგეს ნორმალურ ქვეყანაში, როგორც მინიმუმ, შს მინისტრი უნდა გადადგეს - რომელ ქართულ ტრადიციაზე მესაუბრებით, თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით დღეს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და აცხადებს, რომ წესით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ვითარებაში მთავრობა უნდა გადადგეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ამაზრზენი და მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ორგანოებს არავითარი დავალება არ აქვთ მიცემული, რომ ძალადობა აღკვეთონ. ამაზრზენი და მიუღებელია, როდესაც პარლამენტის დერეფნებში დაიპარებიან უმრავლესობის წევრი დეპუტატები, რომლებიც არ ეთანხმებიან იმ ძალადობას, რაც ხდება, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. უფრო ამაზრზენია, როდესაც პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. ქრისტიანული სარწმუნოება არის სიყვარული და მიტევება და არა ძალადობა, თავ-პირის მტვრევა, ქუჩაში ანგარიშსწორება. მეგობრებო, ყველას აქვს საკუთარი აზრი, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა, გვინდა სახელმწიფოს შენება, სადაც ქუჩაში ერთმანეთს ვუპირისპირდებით და ვძალადობთ, თუ სახელწიფოს აშენება, სადაც ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს და სიყვარულით ვეპყრობით. გვინდა სახელმწიფოს აშენება, სადაც მთავარი წარმმართველი არის ფიზიკური ანგრიშსწორება თუ სახელმწიფოს აშენება, სადაც კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მართლა ამორალურია ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. წესით, ასეთი ძალადობის ფაქტების თანმდევად, მთავრობა უნდა გადადგეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, შსს-მ, რომელმაც ვერ დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება და ახლაც მიმდინარეობს ქუჩაში ძალადობა, როგორც მინიმუმ, შს მინისტრი უნდა გადადგეს, თუ არა მთლიანად მთავრობა ამ ყველაფრის გამო. არ იცავთ ჟურნალისტებს, არ იცავთ ტურისტებს, მათ რაღა დააშავეს?! არ იცავთ არც ერთ ადამიანს და პირიქით, წამქეზებლურ განცხადებებს აკეთებთ ამ ყველაფერზე. რა დემოკრატია, რა დასავლეთი, რა განვითარება. რომელ ქართულ ტრადიციაზე, რომლ ქართულ კულტურაზე მესაუბრებით საერთოდ?! თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?!“,-განაცხადა ვაშაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ