ტაილანდში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკთან ახლოს, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 29 ადამიანი, - ინფორმაციას„დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ინციდენტი სამუტპრაკანის პროვინციაში მოხდა და მიმდებარე შენობებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, დიდი ზიანი მიაყენა.

ქარხანაში, რომელიც სუვარნაბუმის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, პლასტმასის პალეტებს ამზადებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებისგან გამოწვეული ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 30-ზე მეტი სახანძრო მანქანა, ასევე ვერტმფრენები იყო მობილიზებული. ხელისუფლებამ, კიდევ უფრო ძლიერი აფეთქების შიშით, ქარხნიდან 5 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, რადგან ქარხნის რამდენიმე საწყობში დაახლოებით 50 ტონა ქიმიკატი ინახება.

მეხანძრეების განცხადებით, მათ ხანძრის გაკონტროლება შეძლეს. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია