Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორი - სამწუხარო დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

სამწუხარო დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გიორგი გოგია „ტვიტერში“ წერს, რითაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„ულტრა მემარჯვენე მოძალადე ბრბო, რომელსაც მხარს უჭერს ეკლესია და გამხნევებულია პრემიერ - მინისტრის წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო განცხადებით, თბილისის ცენტრში „პრაიდის მარშის“ აღსაკვეთად, ჟურნალისტებზე თავდასხმის განხორციელებისა და „პრაიდის“ ოფისში შესაჭრელად შეიკრიბა“, - წერს გიორგი გოგია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა