ინგლისში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება

ინგლისში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება.რეგულაციების შემსუბუქების შესახებ სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დარჩენილი რეგულაციები 19 ივლისიდან მოიხსნება.

მისი თქმით, ქუჩაში გადაადგილებისას იქ, სადაც მასობრივი თავშეყრა არ ხდება, პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. ასევე გაუქმდება შეზღუდვა, რომელიც ერთ სახლში 6-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავდა. ჯონსონმა აღნიშნა, რომ რეგულაციების შემსუბუქების მთავარი წინაპირობა წარმატებული ვაქცინაცია გახდა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისში განხორციელებული ცვლილებები გაერთიანებულ სამეფოში შემავალ ერთეულებზე - შოტლანდიაზე, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაზე არ ვრცელდება. თითოეულ მათგანს პანდემიის მართვის საკუთარი სტრატეგია აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა