„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაიცავს

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაიცავს.

მათივე ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში, ნესტან ლონდარიძე დაზარალებულს ესაუბრა და შეუთანხმა სამართლებრივი პროცედურები, რაც დაკავშირებული იქნება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან.

„„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გიორგი ნიკოლაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დამნაშავეთა გამოვლენას მოითხოვს და პროკურატურას შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ჰომოფობიურ აქციაზე დაზარალებული ფოტოკორესპონდენტი ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა“,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს