გერმანია გაერთიანებული სამეფოდან და რუსეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს აუქმებს

გერმანია გაერთიანებული სამეფოდან, რუსეთიდან, პორტუგალიიდან, ინდოეთიდან და ნეპალიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს.

BBC-ის ინფორმაციით, ოთხშაბათიდან აღნიშნული ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის 10-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო აღარ იქნება. რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს, მათ კარანტინში ყოფნა მოუწევთ, თუმცა მეხუთე დღეს, კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კარანტინის ნაადრევად დასრულების შესაძლებლობა ექნებათ.

ცნობისათვის, აღნიშნული 5 ქვეყანა, კორონავირუსის „დელტა“ და „დელტა პლუს“ ვარიანტების გავრცელების გამო, გერმანიას „ვირუსის ვარიანტის გავრცელების ზონების“ სიაში ჰყავდა შეყვანილი. რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, ეს ქვეყნები ახლა კლასიფიცირდება როგორც "მაღალი გავრცელების ზონები".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა