სერგეი ლავროვი - აშშ-ის არამეგობრულ ნაბიჯებს მკაცრად და მტკიცედ ვუპასუხებთ

მოსკოვი მკაცრად უპასუხებს ვაშინგტონის არამეგობრულ ნაბიჯებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდონეზიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის ლიდერმა მკაფიოდ თქვა, მათ შორის საჯაროდ, რომ შედეგი ყველა მიმართულებით შესაძლებელია მხოლოდ პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული ინტერესების ორმხრივად მისაღები ბალანსის პოვნის საშუალებით,“ - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ჟენევაში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე არანაირი წინააღმდეგობა არ გაჟღერებულა.

„თუმცა, მოლაპარაკებების დასრულებისთანავე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ჟენევის შეხვედრის მონაწილეებმა, გაორმაგებული ძალით დაიწყეს წინა ლექციები: „ჩვენ ვუთხარით მოსკოვს, ჩვენ მკაფიოდ გავაფრთხილეთ და ხაზი გავუსვით მოთხოვნებს“. სხვათა შორის, ამ ყველა გაფრთხილებას თან ახლავს მუქარა: თუ რუსეთი „რამდენიმე თვეში“ არ მიიღებს ჟენევაში ხაზგასმულ „თამაშის წესებს“, მასზე ახალი ზეწოლა განხორციელდება”, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთთან ძალის პოზიციიდან დიალოგი განწირულია მარცხისთვის.

„ძალის პოზიციიდან ჩვენთან დიალოგის მცდელობები განწირულია მარცხისთვის: მკაცრად და მტკიცედ ვუპასუხებთ არამეგობრულ ნაბიჯებს. თუ ვაშინგტონს, როგორც ის აცხადებს, ნამდვილად სურს სტაბილური და პროგნოზირებული ურთიერთობები, საჭიროა სამართლიანი თანამშრომლობა,“ - აღნიშნა ლავროვმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს