რატი იონათამიშვილი - ჟურნალისტებზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე თავდასხმას

ჟურნალისტებზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე თავდასხმას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გუშინ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ აუცილებელია მომხდარზე სამართლებრივად ადეკვატური და სწრაფი რეაგირება იყოს.

“თითოეული ჩვენთაგანი უნდა გავემიჯნოთ და დაგვმოთ ძალადობის ნებისმიერი ფორმა, განსაკუთრებით, თუ ეს ძალადობა ხორციელდება ჟურნალისტების მიმართ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე, ამიტომ, თითოეული ჩვენთაგანის ამოცანა არ არის მხოლოდ დაგმობა, არამედ სამართლებრივი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, იმიტომ, რომ იმ ადამიანმა, ვინც ბედავს ხელი შეუშალოს ჟურნალისტს თავის საქმიანობაში და მასზე ფიზიკურად იძალადოს, კანონის სრული დაცვით უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გუშინ განვითარებული მოვლენების ფონზე, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რატი იონათამიშვილმა უპასუხა, რომ „კონკრეტულ პირებზე აპელირება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია“.

„ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პირებზე აპელირება ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რომელსაც იმ მიზნებთან არაფერი აქვს საერთო, რასაც ჰქვია, რომ ჩვენ ეს სტანდარტი უნდა დავიცვათ, ძალადობაზე უნდა ვთქვათ უარი და სამართლებრივი პასუხი უნდა მოვთხოვოს ყველას. როდესაც კონკრეტულ პირებზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ ჯერზე იმეორებს, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი ამ შემთხვევაში“,-განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, , თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 50-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს