ნათია თურნავა - დაშავებული ჟურნალისტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია - დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები გამოიძიებენ

რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია - ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი სივრცე ჟურნალისტებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების ცემისა და მათზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა თითოეული ასეთი ფაქტი ბოლომდე იქნეს გამოძიებული.

„ძალადობა არის დასაგმობი, განსაკუთრებით, როდესაც ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში ხელი ეშლებათ და ხდება შეტევა ჟურნალისტებზე. ფაქტები და დაშავებული ჟურნალისტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია. დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები გამოიძიებენ და დადგება სამართლებრივი შედეგი.

ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედითაც ცალსახად დაგმეს ძალადობა. ძალადობა მართლაც ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებთან მიმართებით. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშავონ. ჩვენ, რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ასეთი ფაქტი ბოლომდე იქნეს გამოძიებული“, - განაცხადა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს