„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ს მორიგი ვორქშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკისა“ და DataFest Tbilisi-ს თანამშრომლობით, 7 ივლისს, 16:00 საათზე ვორქშოპი სახელწოდებით „Applied Deep Reinforcement Learning“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. დასწრება ნებისმიერ მსურველს, აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციის გავლით შეუძლია https://bit.ly/3qwtgAe

„შეხვედრას პროგრამული ინჟინერიის განხრით, Microsoft-ის კონტრაქტორი, შოთა ელყანიშვილი გაუძღვება. ვორქშოპი მოიცავს, როგორც მანქანური სწავლების ერთ-ერთ მიმდინარეობაზე - Deep Reinforcement Learning-ზე თეორიული ინფორმაციის გაზიარებას, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს, სადაც მონაწილეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შექმნიან სისტემას PyTorch-ის (მანქანური სწავლების ერთ-ერთი ფრეიმვორქის) გამოყენებით.

ვორქშოპის სამუშაო ენა ქართულია. დასწრების მსურველებს, სასურველია, მანქანური სწავლების, კერძოდ ნეირონული ქსელების ბაზისური ცოდნა ჰქონდეთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„უკვე რამდენიმე წელია „საქართველოს ბანკი“ DataFest Tbilisi-სთან პარტნიორობით არაერთი ღონისძიების თუ სემინარის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთ ასეთ ვორქშოპს - „Applied Deep Reinforcement Learning“ დავუჭიროთ მხარი. ვორქშოფის მეშვეობით დამსწრეები გაეცნობიან ახალ ალგორითმს და მისი გამოყენების გზებს, რის შემდეგაც მონაწილეები შეძლებენ სისტემის თავად აწყობას. „საქართველოს ბანკის“ მიზანია, ხელი შეუწყოს მეტი მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას, რადგან ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა პროგრამული ინჟინერებისთვის, მიიღონ სასარგებლო რჩევები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია სფეროს პროფესიონალებისგან“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის, შოთა ელყანიშვილი Micrsoft-ის კონტრაქტორია, პროგრამული ინჟინერიის განხრით. მანამდე კი, „საქართველოს ბანკში“ მონაცემთა მეცნიერად მუშაობდა. ის, „საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროგრამა "ლიდერატორის" და ინფორმატიკის ცენტრ მზიურის ლექტორია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა