თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის განახლებულ ფოიეში გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში განთავსდა, რომელიც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის განახლებული ფოიეც დაათვალიერა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„სიმბოლურად, ამ დღეს ბიუსტის გახსნა გენერლის ერთ-ერთ წარმატებულ ბრძოლას უკავშირდება, რომელიც ივლისის თვეში გაიმართა. 1918 წლის ივნისში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა. მისი თაოსნობით, ქართულმა ჯარმა ჯერ აფხაზეთი და შემდგომ, სოჭისა და ტუაფსეს ოლქები რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული ფორმირებებისგან გაწმინდა.

საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. მან ბრინჯაოთი შესრულებული ბიუსტი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. მისივე ავტორობით შექმნილი გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი თავდაცვის სამინისტროს ფოიეში შარშან სექტემბერში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის დროს, მისი ინიციატივით განთავსდა.

გენერალური შტაბის განახლებული ფოიეს გახსნას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და გენერალური შტაბის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა