ფილიპინებში თვითმფრინავის კატასტროფის ადგილიდან „შავი ყუთი“ ამოიღეს

ფილიპინების ხელისუფლებამ საჰაერო ძალების თვითმფრინავიდან, რომლის კატასტროფასაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, „შავი ყუთი“ ამოიღო. ფილიპინების შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ცირილოტო სობეჯანას განცხადებით, „შავი ყუთის“ საშუალებით მფრინავებისა და ეკიპაჟის ბოლო საუბრებს მოისმენენ, რაც კატასტროფის მიზეზის გარკვევაში დაეხმარებათ.

„ძნელია იმის ვარაუდი, თუ რა მოხდა სინამდვილეში. კარგია, რომ „შავი ყუთი“ ამოღებულია და ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ მფრინავებისა და ეკიპაჟის ბოლო საუბრებს“, - აღნიშნა სობეჯანამ.

ცნობისათვის, Lockheed C-130 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავში, რომელმაც კატასტროფა განიცადა, 96 ადამიანი, უმეტესად სამხედროები, იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 49 სამხედრო და 3 სამოქალაქო პირი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა