გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით პოლიტოლოგი დააკავეს

გერმანიის პროკურატურამ დააკავა და ბრალი წაუყენა მამაკაცს, რომელიც ჩინეთის საიდუმლო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიტოლოგი, კლაუს ლ. 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა ჰანს სეიდელის ფონდს მიუნხენში. აღნიშნული ფონდი დაკავშირებულია ანგელა მერკელის პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტნიორ პარტია „ბავარიის ქრისტიან-სოციალურ კავშირთან“.

გერმანიის ხელისუფლების მტკიცებით, ჩინეთის საიდუმლო სამსახურის მიერ მისი გადაბირება 2010 წელს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ის შანხაიში ლექციებს კითხულობდა. ეჭვმიტანილი ჩინეთის სპეცსამსახურებს თანხის სანაცვლოდ გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD– ის ცნობით, კლაუს ლ. იყო ორმაგი აგენტი, რადგან იგი ასევე მუშაობდა გერმანიის სადაზვერვო სამსახურში (BND).

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ინფორმაციის შეგროვებაში მას გერმანიის პოლიტიკაში მაღალი დონის კონტაქტები უწყობდა ხელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა