პირს, რომელსაც შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, არასრულწლოვნებს ფერადი მაისურის გამო გაეკიდა, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მრგვალ ბაღთან "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ სოსო გერლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობის ათვლა 5 ივლისიდან დაიწყო, შესაბამისად, ის დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, მრგვალი ბაღის მიმდებარედ ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები ქვეითად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაკავებულმა და აქციის მონაწილეებმა აგრესიულად, სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოხატეს და მათ გაედევნენ. უწყების წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდებმა ჩიხში თავის შეფარება სცადეს, რა დროსაც დაკავებული სამართალდამცავებს არ ემორჩილებოდა, ის ახალგაზრდებს ჩიხშიც შეყვა. უწყების წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მყოფმა პირებმა, მათ შორის, პოლიციელებმაც აღიქვეს, რომ აქციის მონაწილეები არასრულწლოვნებს მისდევდნენ და ამის აღქმა მათი ვიზუალით, აღნაგობით მარტივად შესაძლებელი იყო.

უწყების წარმომადგენლის განმარტებითვე, არასრულწლოვნებს ფერადი მაისური ეცვათ, რაც გაკიდების მიზეზი გახდა. შსს-ს თანამშრომელი ასევე აცხადებდა, რომ აღნიშნული ფაქტი მას რომ შემთხვეოდა, არათუ არასრულწლოვანი, თავადაც კი ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებდა. დაკავებული აცხადებდა, რომ მას ის პირები, რომლებსაც გაეკიდა, არასრულწლოვნებად არ აღუქვამს. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, დაკავებული სიტყვიერ დაპირისპირებას არ ჯერდებოდა და სიტუაცია ფიზიკური დაპირიპირების საფრთხესაც შეიცავდა.

სოსო გერლიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში