სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

აზერბაიჯანის შეიარღებულმა ძალებმა სომხეთის გეღარქუნიქის პროვინციაში, სასაზღვრო ზონაში მომხდარი სროლის პროვოცირება მოახდინეს, - ამის შესახებ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა სამველ ასატრიანმა სომხურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რითაც მან კომენტარი გააკეთა სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის მომხდარი სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

”სროლის პროვოცირება აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა მოახდინეს. სომხეთის მხრიდან ერთმა ჯარისკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს ორი დაჭრილი სამხედრო ჰყავს ”, - აღნიშნა სამველ ასატრიანმა.

სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანი გამოეხმაურა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის წარმომადგენლებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

„სამხედროებს შორის დაჭრილები არ არიან. თუკი სომხეთის შეიარაღებულ ძალებში ვინმე დაიღუპა ან დაიჭრა, ეს შესაძლოა მათ შორის მომხდარი ინციდენტის შედეგი იყოს,“- აცხადებენ უწყებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს