ანონსი  7 ივლისი

7 ივლისს, 08:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის N207 საჯარო სკოლაში ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

მის: თბილისი, ჩარგლის ქუჩა N34

7 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 ივლისს, 10:30 საათზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეკატერინე ტიკარაძე სამინისტროს 10 წლიან გეგმას წარადგენს.

მის: ვაჟა ფშაველას 29​

7 ივლისს, 10:30 საათზე, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პანდემიის შემდგომ, ქვეყანაში არსებული რეალობა - დაკარგული სამუშაო ადგილები და სამუშაო ძალა, მოთხოვნა ვაკანსიებზე და მოთხოვნადი პროფესიები.

მის: გალის ქუჩა 1.

საკონტაქტო: 599726565

7 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ევროკავშირის კომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

7 ივლისს, 12:00 საათზე, სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებულ ოფისს გახსნის.

მის: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. N16.

7 ივლისს, 13:30 საათზე, კულტურის სამინისტროს წინ ქართული საგანძურის დაცვისა და ანჩისხატის, თავის სახელობის ტაძარში დაბრუნების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: სანაპიროს 4

საკონტაქტო: ზაზა ნანობაშვილი - 555 399 923; 593 525 388

7 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე მანჯგალაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.

მის: სამკუთხა ბაღთან

საკონტაქტო - ლანა ქარდავა +995577158572

7 ივლისს, 14:00 საათზე, სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს.

მის: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. N 59.

7 ივლისს, 15:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პარტიის წევრებთან ერთად პარლამენტთან აქცია-პერფომანსს გამართავს. აქციის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესს გააპროტესტებენ.

მის: რუსთაველის N8

საკონ:599437403

7 ივლისს, 15:00 საათზე, ბეთანიაში, ღია სივრცეში (რეტრო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე) სამეცნიერო -პოპულარულ თემებზე პროფესორ ვილი ჰაუზერთან დოქტორანტთა შეხვედრა გაიმართება.

საკონტაქტო: თიკა კიკაბიძე - 551 81 94 94

7 ივლისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში გამართული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას 10 (ორთაჭალა) - შსს-ს ადმინისტრაციული შენობა

7 ივლისს, 16:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

7 ივლისს, 16:00 საათზე, ნ. ყიფშიძის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ღონისძიება, რომელსაც დაესწრება ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აქბარ ყასემი, ირანის პარლამენტის წევრი არა შავერდიანი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური.

მის: ვაჟა ფშაველას გამზ.29

7 ივლისს, 16:00 საათზე, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი GACC აწყობს გაცნობით ღონისძიებას- მემკვიდრეობასა და კულტურაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმი საქართველოში. შეხვედრას გახსნიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მის: „ფაბრიკა თბილისი“, Jungle Room ეგნატე ნინოშვილის ქ. 8

საკონტაქტო: ნანა ქართველიშვილი 599 275075, ნათია ტრაპაიძე 599 405403

7 ივლისს, 16:00 საათზე, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრების შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

7 ივლისს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტთან, ანარ კარიმოვთან შეხვედრა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

7 ივლისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ბუღალტერთა კავშირის და GIFA-ს კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით საკომუნიკაციო პანელი გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზ. #29

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს