ზურაბ ჯაფარიძე - დღეს იყო ხმა ამოსაღები და დღეს უნდა გამოვიდეს ბევრი ადამიანი - არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა მოითმინოს, როდესაც ქუჩაში დარბის ჯოგი და ურტყამს ბავშვებს

დღეს იყო ხმა ამოსაღები და დღეს უნდა გამოვიდეს ბევრი ადამიანი, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საპატრიარქო მართავს ქვეყანას.

"არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა მოითმინოს, როდესაც ქუჩაში დარბის ჯოგი და ურტყამს ბავშვებს, ქალებს, ჩაგრავს ოცი კაცი ერთ კაცს. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და არ მინდა ასეთ ქვეყანაში ჩემი შვილი ცხოვრობდეს. დღეს იყო ხმა ამოსაღები და დღეს უნდა გამოვიდეს ბევრი ადამიანი. სად იყვნენ რობოკოპები გუშინ? რატომ არ იცავდნენ? ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც წიხლავდნენ ქუჩაში. არავის არ დასჯიან, ეს ხალხი იქით რომ დგანან, მამაცები და გულადები არიან, როცა იციან, რომ არავინ არ დასჯით. სამდღიანი პატიმრობა და ჯარიმები არაფერი არ არის. ძალიან მარტივი მოტივაცია მაქვს, არ მინდა ქვეყანაში დარბოდნენ ვიღაც ზონდერები, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ის თანამშრომლები, საპატრიარქოს მრევლი, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებს უპირისპირდებიან. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და თუ ამას დღეს არ დაუსვი წერტილი, ეს ყველას სახლში შევა, ეს აქ არ დასრულდება, ქაშუეთთან.

სინამდვილეში ეს ქვეყანა მათი არ არის და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ნორმალური ხალხი. მე ვსაუბრობ საპატრიარქოზე, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტზე, რომელიც არის ალიანსში "ქართულ ოცნებასთან" და კრიმინალურ სამყაროსთან. ესენი მართავენ ამ ქვეყანას და მაგათი ხალხია ესენი. არანაირი ორი ფლანგი არ არსებობს - არსებობენ ნორმალური ადამიანები და არსებობენ ხელისუფლებაში მყოფი გიჟები, რომლებიც ალიანსში არიან საპატრიარქოსთან და კრიმინალურ სამყაროსთან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა