„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი დავით სუბელიანი - დღევანდელ, მდუმარე აქციაზე შემოერთება იქნება ღირსების მარში

მდუმარე აქციაზე შემოერთება იქნება ღირსების მარში და დღეს უფრო მძლავრად დავანახებთ, რომ ისინი არ არიან უმრავლესობაში, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციაზე “ღირსების მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით სუბელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი შემდგომ ნაბიჯებს ხელისუფლების და საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე დაგეგმავენ.

“ამ საზოგადოებაში უმრავლესობას მშვიდობა და განვითარება სურს. სახელმწიფოს და ეკლესიის მიერ ორკესტრირებული ძალადობრივი ჯგუფები არის უმცირესობა. დღეს გვაქვს პასუხი გასაცემი და ამაზე ვართ ფოკუსირებული. იმის მიხედვით, როგორი პასუხი გვექნება საზოგადოებისგან, სახელმწიფო სტრუქტურებისგან, დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს“, - განაცხადა სუბელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან გუშინ განვითარებული მოვლენების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის დაწყებამდე ადგილზე გამოჩნდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. ისინი აცხადებენ, რომ დაგეგმილ აქციას ჩაშლიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებს პრაიდის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ქაშუეთთან არიან შეკრებილნი, ალყაში ჰყავთ მოქცეული და პარლამენტის შენობასთან გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა