ტელეკომპანია "პირველის" შენობასთან პოლიციაა მობილიზებული

ტელეკომპანია "პირველის" შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა მიზნით მოხდა, ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზება.

"არ მაქვს არანაირი ინფორმაცია გარდა იმისა,რასაც ხედავთ.ახლა, პოლიციელები სხვადასხვა ადგილას გადავიდნენ,წეღან მობილიზება იყო. სახლში წავედი გადაცემის მერე უნდა დამეძინა,"ჩატში" ჩააგდეს ეს ვიდეო (პოლიციის მობილიზების). ვკითხე პოლიციას,მაგრამ არაფერს იძახიან.ფაქტია,რომ ოპერატიული ინფორმაცია აქვთ. ჩვენ არ გვეუბნებიან,მაგრამ რაც მედიას მოუწყვეს იმ სისხლისღვრის შემდეგ,რა გამიკვირდება. ალბათ, მოსვლას აპირებენ,არ ვიცი. აქ ვდგავართ ყველა",- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ინგა გრიგოლიამ.

ადგილზე იმყოფებიან ტელეკომპანიის თანამშრომლები. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა