აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავები ვალდებულები არიან დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადეები

ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ ძალადობის ჩამდენი პირები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებს უფლება აქვთ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მაშინაც კი, როცა ეს შეხედულებები არაპოპულარულად ან საკამათოდ ითვლება.

„ქართველებს, ისევე როგორც ადამიანებს მთელს მსოფლიოში, აქვთ თავიანთი შეხედულების გამოხატვის უფლება, მაშინაც კი, როდესაც ისინი კონკრეტულ კონტექსტში შეიძლება არაპოპულარულად ან საკამათოდ ჩაითვალოს და შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ინსტიტუტებს მათი ვალდებულებების შესახებ, რომ დაიცვან ყველა, ვინც იყენებს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც იყენებენ პრესის თავისუფლების უფლებას და საჯაროდ დაგმონ ძალადობა," - განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩომ სხვა ქვეყნის საელჩოებთან ერთად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი.

„ასე რომ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებას არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ჩვენი თანამოაზრე პარტნიორებიც გამოხატავენ", – აღნიშნა ნედ პრაისმა.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ლიდერები და სამართალდამცავები ვალდებულები არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადეები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა