სერგეი ლავროვი - ავღანეთში სიტუაცია სწრაფად უარესდება

ავღანეთში სიტუაცია სწრაფად უარესდება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს იმას, რაც ხდება ავღანეთში, სადაც ვითარება სწრაფი გაუარესებისკენ მიდის, მათ შორის ამერიკული და ნატო-ს სხვა ჯარების ნაჩქარევი გაყვანის ფონზე”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონის ესაუბრა ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერებს და ასევე კონტაქტში იმყოფება ცენტრალური აზიის სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან. ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გამოიყენებს ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე სამხედრო ბაზას, იმისათვის, რომ შეაჩეროს ნებისმიერი აგრესია მოკავშირეების წინააღმდეგ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წინააღმდეგ.

იხილეთ ვიდეო:სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკისა და ნატო-ს ჯარების გაყვანის ფონზე ავღანეთში სიტუაცია სწრაფად უარესდება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს