"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ექიმი - სახეზეა თავის ტვინის შერყევა, პაციენტი საჭიროებს ექიმების  მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესიუსს“ ალადაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ განუცხადა, გიორგი ნიკოლიშვილს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესებების გარეშე. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას საჭიროებს. დამატებითი რაიმე ტიპის ჩარევა საჭირო არ არის. სახეზეა ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. რამდენ დღეს დარჩება კლინიკაში, ეს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ვაკვირდებით“, - აცხადებს ლევან ბესელია.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

იხილეთ ვიდეო:ექიმების შეფასებით, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას საჭიროებს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს