პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ეკა ზარნაძესა და ლევან თევზაძეს უსმენენ

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ეკა ზარნაძესა და ლევან თევზაძეს უსმენენ. სხდომაზე კანდიდატებს ანბანური თანმიმდევრობით მოუსმენენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებს კანდიდატ ეკა ზარნაძის ბიოგრაფიას აცნობს. ოხანაშვილის თქმით, ამის შემდეგ მოსამართლეობის კანდიდატს საშუალება ექნება საკუთარი თავი წარადგინოს, რის შემდეგაც მას კითხვებს დაუსვამენ.

გასაუბრების პროცესს ესწრებიან უმრავლესობის დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. პროცესს, ასევე მონიტორინგს უწევს ეუთო/ოდირი.

რაც შეეხება ოპოზიციას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას ესწრებიან პარტიები: „მოქალაქეები“, „სოციალ-დემოკრატები“ და „საქართველოსთვის“. საპარლამენტო სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

ცნობისათვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გუშინ დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გუშინ გოჩა აბუსერიძესა და გიორგი გოგიაშვილს მოუსმინეს.

იხილეთ ვიდეო: საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა