სიდნეიში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, „ლოქდაუნი“ ერთი კვირით გახანგრძლივდა

სიდნეიში, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული „ლოქდაუნი“ კიდევ ერთი კვირით, 16 ივლისამდე გახანგრძლივდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„დელტა“ შტამი „გეიმ ჩეინჯერია“. ის ვირუსის სხვა ნებისმიერ ფორმაზე უფრო გადამდებია”, - განუცხადა ჟურნალისტებს „ახალი სამხრეთ უელსის“ შტატის პრემიერ- მინისტრმა გლედის ბერეჯიკლიანმა.

„ლოქდაუნის“ ფარგლებში სიდნეის მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო და 9 ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ვირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, შეზღუდვები კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდება. სიდნეიში, სადაც ავსტრალიის 25 მილიონიანი მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობს, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის პირველი შემთხვევა 3 კვირის წინ გამოვლინდა. დღემდე კი „დელტა“ შტამით დაინფიცირებულების რიცხვი ჯამში, 350-მდე გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო:სიდნეიში "დელტა" ვარიანტის გავრცელების გამო, "ლოქდაუნი" ერთი კვირით გახანგრძლივდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო