ევროპარლამენტარები - მკაცრად ვგმობთ თბილისში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს

მკაცრად ვგმობთ თბილისში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას, რამაც, სამწუხაროდ, LGBTQI+ „პრაიდის მარშის“ გაუქმება გამოიწვია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ვერ ისაუბრეს ხმამაღლა და მკაფიო ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ „პრაიდის მარშის“ ჩატარებამდე. ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა მზად არ იყო უზრუნველყო ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ამ შეკრების უსაფრთხოება. ნებისმიერი სხვა მოქალაქეების მსგავსად, LGBTQI + პირებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა. საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა გააჟღერა საკუთარი განზრახვა 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განცხადების გაკეთების შესახებ. ამ მხრივ, გვსურს მათ შევახსენოთ, რომ ევროკავშირში შესვლის წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, სხვათა შორის, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, რომ კანდიდატ ქვეყნას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციების სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ თავდასხმების ჩამდენი დამნაშავეები დააკავონ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს