ლაშა ტუღუშის განცხადებით, საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება დაიწყოს

ეს არის მიზანი, რომლითაც უნდათ, რომ შეცვალონ საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორი - ეს არის თამაში, რომელიც მიმართულია ქვეყნის რუსეთისკენ მოტრიალებისკენ და ევროკავშირის დროშის ჩამოგდება სწორედ ამის გამოხატულება იყო , - ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ადგილი არის დასავლეთის ცივილიზაციაში და არა დასავლეთის ცივილიზაციის მიღმა.

„რა თქმა უნდა, ეს არის რუსული მოვლენა და ეს არის რუსეთის თამაში. ისინი ლაპარაკობენ რუსეთზე, ლაპარაკობენ რუსეთის პოზიტიურ როლზე და მაქსიმალურად ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ეს არის თამაში, რომელიც მიმართულია ქვეყნის მოტრიალებისკენ და ევროკავშირის დროშის ჩამოგდება სწორედ ამის გამოხატულება იყო. არამარტო დროშის, ასევე შეტევა ჟურნალისტებზე , შეტევა პარტიებზე, შეტევა პარლამენტზე და შეტევა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე.

ეს არის მიზანი, რომლითაც უნდათ, რომ შეცვალონ საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორი. სამწუხაროა ინსტრუმენტები, რომელიც ამ შემთხვევაში იყო გამოყენებული. გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც აღმოჩნდნენ ნებით თუ უნებლიედ, ჩართული ამ პროცესში. ეს ეხება ხელისუფლებას, მათ არაფერი გააკეთეს“ , - განაცხადა ტუღუშმა.

ამასთან, მედიაექსპერტის თქმით, საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და დაიწყოს გამოკვლევა თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე.

„მინდა მოვუწოდო პარლამენტს, რომ აუცილებლად უნდა შექმნან საგამოძიებო კომისია და დაიწყონ გამოკვლევა და თუ როგორი ბრძანება იყო პოლიციისთვის მიცემული იმისთვის, რომ პირველივე სიგნალი როგორც კი მიიღეს, რომ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, რა გააკეთეს ამის შემდეგ. მათ არაფერი არ გაუკეთებიათ იმისათვის, რომ ჟურნალისტები დაეცვათ“ , - განაცხადა ტუღუშმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს