მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა სამწუხარო ფაქტი და არასასურველი სურათია

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა “სამწუხარო ფაქტი და არასასურველი სურათია”.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პოლიციამ უზრუნველყო, რომ გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.

“მოხდა სამწუხარო ფაქტი და არასასურველი სურათი, რომელიც ვიხილეთ. ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 80% ისწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, არის არასასურველი და დასაგმობი რამ, თუმცა პოლიციამ გააკეთა ძალიან კარგი საქმე, მათ უზრუნველყვეს, რომ გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, რაც არის ფუნდამენტური უფლება”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის ტერიტორიაზე მდუმარე აქცია დასრულდა და ტერიტორია პრაიდის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს, მათ საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა