ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის პროცესი დაიძრა, მაგრამ ტემპი არ გვაკმაყოფილებს

ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიძრა. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი, რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე 33 000 ჯავშანია გაკეთებული.

“ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიძრა. დღეს დაჯავშნილია დაახლოებით 6 000-მდე დოზა. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი, რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს. „სინოფარმზე“, რომელიც გუშინწინ დაიწყო, გაკეთებულია 33 000 ჯავშანი, ორშაბათს და სამშაბათს აიცრა 5 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი.

ეპიდვითარება, სამწუხაროდ, უარესობისკენ დაიძრა. დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ, ამის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძის საგანგებო მიმართვა საზოგადოებას - "სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდვითარება უარესობისკენ დაიძრა"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა